გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, რითიც ის თავის დროზე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ – კობახიძე

გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, რითიც ის თავის დროზე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ – კობახიძე

ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა, თავის დროზე, ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა გერად და ეს უნდა შეიცვალოს. ამასთან, კობახიძის თქმით, თავდაპირველად ტექნიკური უნივერსიტეტი იყო “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი”, რომელიც შეიქმნა როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი.

„მარტივად შეგვიძლია, ავიღოთ სტატისტიკა, რა არის ტრადიციული ტექნიკური დარგები, დისციპლინები, რომლებიც იყო წარმოდგენილი, თავის დროზე, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, რომ 43 % არის ტექნიკური მიმართულება, 57 % არის სამართალი, ეკონომიკა და აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელთაც საერთოდ არანაირი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომლებიც, თავის დროზე, ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს არის სტატისტიკა, მარტივი სტატისტიკა. ტექნიკური მიმართულება საკუთარ ინსტიტუტში, საკუთარ, დღეს უკვე, უნივერსიტეტში იქცა გერად. ეს უნდა შეიცვალოს და როგორც შეიქმნა თავის დროზე ეს მიმართულება, ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასე ვთქვათ, ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი, ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ეს ყველაფერი ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე, არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, თავის დროზე, იცით, რომ ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი რექტორის პოზიციაზე და ამის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა, თავის დროზე, ეს უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის მიერ,“- განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებიან. ერთიან სასწავლებელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერქმევა. გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან სტუ-ს და თსუ-ს სტუდენტები და ლექტორები.

მსგავსი სიახლეები

რა ფაკულტეტები რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს? – ჩამონათვალი

რა ფაკულტეტები რჩება სახელმწიფო უნივერსიტეტებს? – ჩამონათვალი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული „ერთი ქალაქი…
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და მეორე კორპუსებს ცვლილებები არ შეეხება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, თსუ-ს პირველ და…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნივერსიტეტების რეფორმის ფარგლებში, ის შენობები, რომლებსაც სასწავლებლებისთვის „განმსაზღვრელი მნიშვნელობა“ აქვთ, აკადემიური დატვირთვით შენარჩუნდება. კობახიძემ განმარტა, რომ თბილისის…
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან – ირაკლი კობახიძე

“მთავრობამ თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება შეცვალა”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამ მიზნით…